არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგომას არ გამორიცხავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგომას არ გამორიცხავს. როგორც არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდის გადახალისება მიმდინარეობს და გამორიცხული არაფერია. აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე აჭარის უმაღლეს საბჭოში დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. მთავრობის იმპიჩმენტისთვის საკანონმდებლო ორგანოში 14 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი, თუმცა, არჩილ ხაბაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მოაგროვებს.
„ყველაფერს გაიგებთ უახლოეს პერიოდში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გუნდი მუშაობს გადახალისებულ ვერსიებზე, მათ შორის არის თავმჯდომარის საკითხიც – მოხდება თუ არა ცვლილება. პირადად ჩემს ადგილს გუნდი და პარტია დაინახავს იქ, სადაც ძლიერი პოზიციებია დასაკავებელი. გამორიცხული არაფერია, მაგრამ უახლოეს პერიოდში გეტყვით ყველაფერს“, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა 12 საათისთვის არის ჩანიშნული. არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. არჩილ ხაბაძის განმარტებით, მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი უახლოეს ორ დღეში გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები