მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როდის განადგურდება სიცოცხლე დედამიწაზე

ჰარვარდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როდის განადგურდება დედამიწაზე სიცოცხლე. მათ აზრით, ეს 6,5 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება. ასტროფიზიკოსები აცხადებენ, რომ პლანეტის ცხოვრების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვარსკვლავზე, რომლის გარშემოც ის ტრიალებს. თავის მხრივ, ვარსკვლავი განვითარების რამდენიმე ეტაპს გადის. ამჟამად მზე არის „ყვითელი ჯუჯა“, შემდეგ კი ის „წითელ გიგანტად“ გადაიქცევა. სწორედ ამ დროს ვარსკვლავი ზომაში იზრდება და მისი ტემპერატურა მატულობს. შესაბამისად, მზე ყველა ახლომდებარე პლანეტას გაანადგურებს, ხოლო უფრო დაშორებულ პლანეტებზე ტემპერატურა ისე მოიმატებს, რომ იქ სიცოცხლე შეუძლებელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები