ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ერთმანეთს, „ნისანის“ ტიპის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
დაშავებულები სასწარაფოს ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში ჩეხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები