მსოფლიოში ცნობილი ლამაზი ქვაფენილები

 14 წლის ქართველმა ხელოვანის ლიზი ბუდაღაშვილის ნაწარმოებმა, რომელიც ამჟამად იტალიაში შემოქმედებით ტურნეში იმყოფება, ქალაქ ტრიესტის პოეზიისა და დრამის მე–10 საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. მისი ნაწარმოები კონკურსის ერთ დღეს იტალიელმა ახალგაზრდა მსახიობებმა მე–17 საუკუნის სან მარკოს ლიტერატურულ კაფეში წარმოადგინეს. დაჯილდოების ცერემონიალი კასტელოდიდუინოს სასახლეში ჩატარდა. აქვე შედგა ლიზი ბუდაღაშვილის შეხვედრა იტალიელ კომპოზიტორ დავიდ მაკულინთან, რომელიც მის გასაცნობად გორიციიდან ჩამოვიდა. “კვირა“ იტალიაში ლიზი ბუდაღაშვილს დაუკავშირდა და სთხოვა ტურნეს შესახებ მოეთხრო: „ბედნიერი ვარ, აქ ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩამოსული მეგობრები შევიძინე, რამდენიმე წინა წლის გაცნობილებსაც შევხვდი.. . პერსონალური ღონისძიების გასამართად მიწვეული ვიყავი ქალაქ ადრიის მახლობლად კა–ძენში, ვენეციელი დიდებულების მე–17 საუკუნის სასახლეში, სადაც კარგად გაგვიმასპინძლდნენ. ამ სასახლეშივე ვცხოვრობდი და საოცარი განცდა მქონდა. მასპინძლებმა პოსტერთან ერთად გაკრული საქართველოს დროშაც კი დამახვედრეს… მოწვეული იყვნენ მნიშვნელოვანი შემოქმედი ადამიანები, ძალიან საინტერესო საღამო გამოვიდა. მთელი სასახლე გაფორმებული იყო ჩემი ნახატების რეპროდუქციებით. ჩემი ღონისძიება სამმა გაზეთმა გააშუქა. იმ მხარის გასაცნობად ექსკურსიები მომიწყვეს… ბოლოს კი გადავინაცვლე ქალაქ ტრევიზოს მუსიკალურ კონკურსზე, სადაც ისე წარვდექი, რომ ფაქტობრივად 10 დღე არ მქონდა ნამეცადინები… მესამე ადგილი ავიღე.. შედეგით კმაყოფილი ვარ… შეგახსენებთ, რომ ლიზი ბუდაღაშვილის ნოველამ ,, მოხუცი თეთრი მეფე ” ქალაქ ტრიესტში გამართულ კასტელოდიდუინოს პოეზიისა და ლიტერატურის კონკურსზე გაიმარჯვა. 21 მარტს მისი იტალიური შემოქმედებითი ტურნე დაიწყო, ახალგაზრდა ხელოვანმა იტალიელი სპეციალისტებისა და ადგილობრივი პრესის ყურადღება მიიპყრო.

1483679_725504964147335_1107302366_n[divider] Insert you content here [/divider] 1555863_725504827480682_1275624533_n[divider] Insert you content here [/divider] 10153340_725504854147346_763568776_n[divider] Insert you content here [/divider] 10153618_725504747480690_271153157_n[divider] Insert you content here [/divider] 10178428_725504677480697_518172293_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები