2 ივლისი

10:00
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გმირთა მოედანზე ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივს მიაგებს. ცერემონიალს ასევე დაესწრებიან, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, პოლკოვნიკი ალექსანდრე ბარბაქაძე. მისამართი: გმირთა მოედანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 599 50 83 55.

10:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვასა და პრიორიტეტებს პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს გააცნობს. მის: სოფელი კაჭრეთი, პროფესიული კოლეჯი „აისი“ (სასტუმრო ამბასადორის მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო პირი: ნათია პაპავა 577173325

10:30
აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაგებად ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი შტაბის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალს ყვავილებით შეამკობს. ლოკაცია: გმირთა მოედანი საკონტაქტო პირი: ქეთი გომართელი 577440098

11:00

ქ.დუშეთში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების სახელის უკვდავსაყოფად ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მის: ქ. დუშეთის შესასვლელი, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელობის მემორიალი. საკონტაქტო პირი: თეა ბოგვერაძე 595530021

11:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. თემა: ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმე. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ, N 72

12:00

„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

16:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET – აისეტი) გამოსაშვები ცერემონია გაიმართება. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები