ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს წერითი გამოცდის მიმდინარეობისას შუქი ჩაქრა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, სადაც აბიტურიენტებისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერითი გამოცდა მიმდინარეობდა, ელექტროენერგიის მიწოდება ნახევარი საათით შეწყდა, თუმცა უშუქობის გამო აბიტურიენტებს პრობლემები არ შექმნიათ.
კომპიუტერების მუშაობა ადმინისტრაციამ ალტერნატიული დენის წყაროთი უზრუნველყო. ამ დროისთვის გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აბიტურიენტთა დიდმა ნაწილმა საგამოცდო ცენტრები უკვე დატოვა. მათი განცხადებით, ტესტი საშუალო სირთულის იყო და არ გასჭირვებიათ მისი ჩაბარება.
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღეა. ქართულ ენაში აბიტურიენტების პირველი გამოცდა დილის 09:00 საათზე, ქვეყანის მასშტაბით გახსნილ 21 საგამოცდო ცენტრში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება. სულ პროცესში 38 500-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები