სამტრედიაში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის დამაკავშირებელი, განახლებული ხიდი გახსნა.
ხიდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ტოლებსა დაბუღნარას აკავშირებს. ძველი არსებული ხიდი 2014 წელს წყალდიდობის შედეგად დაზიანდა. განახლებული ხიდით კი ორი სოფლის 900-მდე მოსახლე ისარგებლებს. მნიშვნელოვანია, რომ ხიდი უმოკლესი დამაკავშირებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთანაც. პროექტი საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 820 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები