სტიქიამ კახეთის რეგიონი დააზარალა

წუხანდელმა ძლიერმა ქარმა თელავში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. ალავერდის გზაზე, ქარმა ხეები მოგლიჯა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, თელავისა და ალავერდის ტაძრის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი და ინტერნეტის ხაზები. გურჯაანისა და თელავის უმეტეს სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები