1 ივლისი

10:30 საათზე – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ისაუბრებს ჩატარებულ კვლევებზეც.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:00 საათზე – საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:30 საათზე – სამგორის ყოფილი გამგებელი, „თბილსერვისის“ დირექტორის მოადგილე მამუკა ჩოქური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

10:00
„ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ 27 თანამშრომელს ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. მაესტროს ყოფილი თანამშროლები, რომლებიც არხის მენეჯმენტმა დაკავებული თანამდებობებიდან ოფიციალურად უკვე გაათავისუფლა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შენობაში სპეციალურ პრესკონფენეციას გამართავენ. მის: ვაჟა–ფშაველას I შესახვ. 1/43
11:30
“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, კვლევები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი“ გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს.
12:00
“პირველის პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: GWP–ისა და გოგირდის აბანოების დავა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, დასაქმების ფორუმს იწყებს.

12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
13:00
ლოპოტას ტბის საკურორტო კომპლექსში გაიმართება საზაფხულო სკოლის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“ გახსნა.
13:00
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში ორგანიზაცია გამართავს პრერსკონფერენციას, რომელზეც ისაუბრებს თბილისის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსის დოკუმენტაციაში აღმოჩენილ ხარვეზებთან/ ყალბ მონაცემებთან დაკავშირებით. მის: აღმაშენებლის გამზირი 61
14:00
NEW
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ილკა კანერვას ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მის: თბილისი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, პავილიონი 3, შეხვედრების ოთახი – მეფე მირიან III
14:30
NEW
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნა გაიმართება. მის: თბილისი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, თამარ მეფის დარბაზი – პავილიონი 11

17:30
NEW
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან შეხვედრას გამართავს. მის: თბილისი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, პავილიონი N3, თავმჯდომარის ოთახი
18:15
NEW
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
19:00
თიბისი გალერეა და ქართველი ხელოვანები 26 წლის ფეხბურთელის, გიორგი ლოსაბერიძის დასახმარებლად ერთიანდებიან. 40-ზე მეტი ქართველი არტისტის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას თიბისი გალერეის საგამოფენო სივრცე ერთი დღით დაეთმობა, შემოსული თანხა კი გიორგი ლოსაბერიძის მკურნალობას მოხმარდება. დასწრება თავისუფალია. მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, თიბისი გალერეა
19:00
სოფელ მარაბდაში, 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დაცემული გმირების უკვდავყოფის მიზნით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახ. სრულიად საქართველოს ჩოხოსა რაინდთა დასი“, ააიპ „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“ და „ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრების დახმარებისა და შემწეობის ფონდი -მეოხი 2004“. მის: სოფელი მარაბდა, ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის მემორიალი. საკონტაქტო პირი: ზაირა მიქატაძე 598 59 46 55

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები