კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 70% ევროკავშირში გაწევრიანებას, ნატოს წევრობას კი 64% უჭერს მხარს

”ქართული ოცნების” შიდა პარტიული კვლევის მიხედვით, გამოკიხულთა 70 პროცენტი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 64 პროცენტი კი ნატოში გაწევრიანების მომხრეა.
კითხვაზე უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 70% აცხადებს – დიახ; 9 პროცენტი – უფრო კი, ვიდრე არა; 3 პროცენტი – უფრო არა, ვიდრე კი; 15 პროცენტი- არა; 2 პროცენტი არ ვიცი -; უარი პასუხზე – 0%.
კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს – ნატოში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 64 პროცენტი აცხადებს – დიახ; 9 პროცენტი – უფრო კი, ვიდრე არა; 4 პროცენტი – უფრო არა, ვიდრე კი; 19 პროცენტი – არა; არ ვიცი – 3 პროცენტი; უარი პასუხზე – 0 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები