გამოკითხულთა 65 % ფიქრობს, რომ ყველაზე მეტ ადგილს პარლამენტში “ქართული ოცნება” მოიპოვებს
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” შიდაპარტიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე – თქვენი არჩევანის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, რომელი პარტია მიიღებს ყველაზე მეტ ადგილს საპარლამენტო არჩევნებში, გამოკითხულთა 65 % პასუხობს, რომ “ქართული ოცნება“.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი. კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.