„საქართველოსთვის ნატო არის ბუნებრივი არჩევანი, ჩვენ ამ კულტურული და ცივილიზაციური გარემოს წევრები ვართ“

საქართველოსთვის ნატო არის ბუნებრივი არჩევანი, ჩვენ ამ კულტურული და ცივილიზაციური გარემოს წევრები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გერმანელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბუნებრივია, რომ ისეთი მცირე ზომის ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, აქვს მისწრაფება სტაბილურობის გარღმავებისა თავის პარტნიორებთან ერთად.
„ნატო არის ყველაზე სტაბილური უსაფრთხოების ფორმატი, სადაც ერთიანდებიან ჩვენი ღირებულების მსგავსი ქვეყნები. ასეთ მსგავს ფორმატს ვერავინ დამისახელებს, სადაც ერთიანდებიან ქვეყნები, ვის ღირებულებებსაც ჩვენ ვიზიარებთ, რომლებიც პოლიტიკური და სოციალური წყობითაც ჩვენი მსგავსები არიან და, ამავე დროს, ისინი ყველაზე სტაბილურ უსაფრთხოების ფორმატს ქმნიან. შესაბამისად, საქართველოსთვის ნატო არის ბუნებრივი არჩევანი, ჩვენ ამ კულტურული და ცივილიზაციური გარემოს წევრები ვართ და ამ სიბრტყეში ყველაზე სტაბილურობის მომტანი არის ნატო. ბუნებრივია, ისეთი მცირე ზომის ქვეყანას, როგორიცაა საქართველო და აგრეთვე ქვეყანას, რომელიც ასეთ სტრატეგიულ და რთულ რეგიონშია, აქვს მისწრაფება სტაბილურობის გარღმავებისა თავის პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები