მეტრო „ღრმაღელესთან“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიის შედეგად, ერთი პირი დაშავდა.„კვირას“ ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და „კამაზის“ სატვირთო მანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები