აშშ-ში C ჰეპატიტის ყველა სახეობის საწინააღმდეგო წამალი აღმოაჩინეს

აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ მედიკოსებს პრეპარატ Epclusa-ს გამოყენების უფლება მისცა. ამის შესახებ გამოცემა Tech Insider-ი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, წამალი C ჰეპატიტის ყველა ცნობილ სახეობას ეფექტურად ებრძვის და მას რეგულარული მიღებიდან 3 თვეში 100%-იანი ეფექტი აქვს.
მსოფლიოში C ჰეპატიტით 130-150 მილიონი ადამიანია დაავადებული.
დაავადება 6 ძირითად სახეობად იყოფა, რომლის დადგენის შემდეგ მედიკოსები შესაბამისი მკურნალობის მეთოდს ადგენენ. ამასთანავე, პრეპარატი Epclusa C ჰეპატიტის ყველა სახეობას ებრძვის. საკმარისია 12 კვირის განმავლობაში მისი მიღება და ადამიანის ორგანიზმიდან ვირუსი ქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები