პარიზში მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილმა ქალმა თურქეთისა და სირიის საზღვარი გადაკვეთა

პარიზში, მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილი ქალი შესაძლოა, საფრანგეთის ტერიტორიაზე არ ყოფილიყო იმ დროს, როდესაც ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰაიათ ბუმედიენმა თურქეთისა და სირიის საზღვარი 8 იანვარს გადაკვეთა. მათი ინფორმაციით, ეს მონაცემები თანამგზავრიდან არის მიღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 იანვარს ბუმედიენმა მადრიდი-სტამბულის რეისზე ბილეთები დაჯავშნა. ცნობილი გახდა, რომ ის არაოფიციალურ ქორწინებაში იყო ამედი კულიბელთან, რომელიც გუშინ პორტ-დე-ვენსენში კოშერული მაღაზიის შტურმის დროს მოკლეს.
9 იანვარს ვინსენსისა და დამარტენის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდამსხმელები ძმები საიდ და შერიფ კუაშები და ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი ამედი კულიბელი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები