ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ბავშვი ცხოვრობს
ინდონეზიაში აღმოჩენილია მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ბავშვი. ის 10 წლისაა და მისი წონა 192 კილოგრამს შეადგენს.
გამოცემა The Daily Mail-ის ცნობით, ბავშვის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მისთვის აუცილებელია დიეტის დაცვა. ბავშვის დედის თქმით, დაბადებისას მისი წონა 3,2 კილოგრამს შეადგენდა. როდესაც ის 2 წლის გახდა, ძალიან მალე დაიწყო წონაში მატება. თავიდან მშობლებს ეგონათ, რომ ეს ჯანმრთელი განვითარების ნიშანია, მაგრამ ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ბავშვის წონა 10 წლის ასაკში თითქმის 200 კილოგრამი იქნება.