30 ივნისი

09:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
11:00
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტერაქტები, ტერორისტების სამიზნეები და საფრთხეები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სულხან მოლაშვილის წამებასთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
11:30
“პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, „ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი“ ვახტანგ მაჭავარიანი და ა(ა)იპ „ომის ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის” წევრები სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ. თემა: ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით; ვეტერანთა შესახებ კანონის მოდერნიზაცია; მოთხოვნა, სასწრაფოდ მოხდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოწვევა და ჩატარდეს უწყების საქმიანობის შემოწმება, გამოკვლეული იქნას გაწეული ხარჯების მართლზომიერება.

11:30
საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელი, „მრეწველთა პარტიის“ თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენრო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ბრიფინგს გამართავს.
12:00
“პირველის პრესკლუბში” “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება, პირველი ადგილი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების გამო; პირველი ადგილი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპაში ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობის გამო; საქართველო ტრანსპორტის პოლიტიკის გარეშე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.

12:00
მედიის წარმომადგენლებისთვის საგამოცდო სესიის პროცედურების სრული დემონსტრირება მოეწყობა. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, როგორ წარიმართება რეალური გამოცდა (რეგისტრაცია, საგამოცდო უწყისის ამობეჭდვა, ტესტის ელექტრონული ვერსიის მიწოდება, სექტორის კოდის შეყვანა და ა. შ.). ჟურნალისტებს პროცედურებს მაია მიმინოშვილი გააცნობს. მისამართი: N175 საჯარო სკოლა (მუხიანის III მ/რ). საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე 577 500 935
12:00
“დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში ნინო ბურჯანაძე და პარტიის მთავარი საბჭო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადებს. საკონტაქტო ტელეფონი: 577209000; მის: აბულაძის 8
12:00
NEW
მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება უწყებათაშორისი შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და OECD-ის დელეგაციას შორის. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაუძღვება, განხილული იქნება თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების ფარგლებში.
12:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი მარიამ ფირცხალაიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: რა უშლის ხელს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღებას 2016 წლიდან, რა გეგმა აქვს პოლიტიკურ პარტიებს გარემოს უსაფრთხოებაზე, რა პრევენციებს ითვალისწინებს სახელმწიფო?
13:00
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თემის ლიდერებსა და ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. მისამართი: ახალქალაქი, ლადო კეთხოველი ქუჩა N1

13:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სულხან მოლაშვილის წამებასთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები