გარდაბანში „თბილსრესის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს 2 მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

გარდაბანში, „თბილსრესის“ ტერიტორიაზე გეგმურ სამუშაოებს 2 მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის წესების დარღვევას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცები მაზუთის 20 მეტრი სიღრმის ავზში გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად ჩავიდნენ, თუმცა შეუძლოდ გახდნენ და დაიღუპნენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, უჰაერობა და ინტოქსიკაცია გახდა. ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ და გვამების ავზიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები