ნუკრი ქანთარია – ის, ვინც ამბობს, რომ სექტემბერში საპარლამენტო მუშაობა იქნება, მგონია, რომ რეალობას მოწყვეტილია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ის, ვინც ამბობს, რომ სექტემბრის თვეში საპარლამენტო მუშაობა იქნება, რეალობას არის მოწყვეტილი, რადგანაც, არჩევნებიდან გამომდინარე, სწორედ ეს თვე იქნება გადამწყვეტი.
როგორც ქანთარიამ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა, ის მოსახლეობასთან შეხვედრების შეწყვეტას მიუღებლად მიიჩნევს.
„სექტემბერში საშემოდგომო სესიის გახსნა გვევალება, შესაძლოა, ერთი დღით მოხდეს გარკვეული შეკრება, მაგრამ ის, რომ სექტემბერში საპარლამენტო მუშაობა წავა, ვინც ასე ამბობს, მგონია, რომ რეალობისგან მოწყვეტილია, რადგან სექტემბერი ის თვეა, როდესაც საარჩევნო კამპანია კულმინაციას აღწევს. ივლისსა და აგვისტოში ისეთი არაფერი არ არის და ვერც იქნება, რადგან წინ ჯერ კიდევ დროა. ამიტომ, სექტემბერი ყველაზე გადამწყვეტია. ის, რომ ჩვენ პარლამენტში დავსხდეთ და ამ დროს მოსახლეობასთან შეხვედრები შევაჩეროთ, აბსოლუტურად მიზანშეუწონლად მეჩვენება“, – აღნიშნა ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები