დაშავდნენ თუ არა ათათურქის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები – რას აცხადებს საგარეო სამინისტრო

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, ორი ქართველი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა გაავრცელა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „კვირა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.
ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს თურქეთში საქართველოს კონსული ირაკლი ასაშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული ცნობა ჯერ დაზუსტებული არ არის და საკონსულო ინფორმაციის გადამოწმებაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები