დიმიტრი ქუმსიშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი შემზარავი, ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მოქალაქეებს, ქვეყნის მთავრობას. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი ძალიან მძიმე დანაკლისია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტება, რომელსაც ყველა საერთო ძალებით უნდა ვებრძოლოთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მწუხარებას პირადად ჩემი და სამინისტროს სახელით, ამ მძიმე წუთებში ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები