მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს დედათა მონასტერშია დასვენებული

 მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში გადააბრძანეს. ადგილზე სასულიერო პირები და მომლოცველები იმყოფებიან. მრევლის ნაწილი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს თბილისიდან მიაცილებდა, ნაწილი კი მის მონასტერში გადაბრძანებას ადგილზე ელოდებოდა.
წმინდა მამის ნაწილები სამების საკათედრო ტაძრიდან, 17:00 საათზე გამოაბრძანეს. ცერემონიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ესწრებოდა. სამებაში წესრიგს ჯარისკაცები იცავდნენ. შეგახსნებთ, რომ მამა გაბრიელის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები