რუსთავში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა შენდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რუსთავში, საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრსა და ორ საფეხბურთო მოედანს აშენებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური ცენტრის ფარგლებში აშენდება ორი სავარჯიშო სტადიონი, რომელთაგან ერთს ექნება 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. მოეწყობა ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსდება მსაჯის, მწვრთნელის, სამედიცინო და საკონფერენციო ოთახები. ორივე მოედანზე მოეწყობა FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი.

პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები