თვითმფრინავი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა, სტამბოლის ნაცვლად ანკარაში დაჯდა
ავიკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 23:00 საათზე გაფრინდა, სტამბოლის ნაცვლად ანკარაში დაჯდა – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.
ავიკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით მიფრინავდა, თბილისის დროით 23:00 საათზე გაფრინდა.
სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. ორ აფეთქებას წინ უძღოდა სროლის ხმაც. ბოლო ინფორმაციით, ტერორისტული აქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.