რამდენიმე წუთის წინ, სტამბოლი-თბილისის რეისის მგზავრები უვნებლები დაბრუნდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 00:30 წუთზე თურქეთიდან ავიაკომპანია Turkish Arlines-ის თვითმფრინავი ჩამოფრინდა – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპრტის პრესსამსახუში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ყველა მგზავრი უვნებელი დაბრუნდა. ამასთან, ავიაკომპანია Turkish Arlines-მა, რომელიც სტამბულში თბილისიდან 02:35 წუთზე უნდა გაფრენილიყო, რეისი გადადო.
სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. ორ აფეთქებას წინ უძღოდა სროლის ხმაც. ბოლო ინფორმაციით, ტერორისტული აქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები