29 ივნისი
10:00
NEW
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება კონფერენცია “პროფესიული განათლება დასაქმების უზრუნველყოფისათვის – გერმანული სისტემის შემოღება”. ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, განათლების, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ხელმძღვანელები. მისამართი: რუსთაველის გამზ. 52, მე-5 სართული. საკონტაქტო ნომერი 599 57 20 55
10:30
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამართავს მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას – „ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი“. საკონტაქტო პირი: ნატა ძველიშვილი 593 42 18 55. მის: რუსთაველის ქ. 13
11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი ბრიფინგს გამართავს.
11:30
“პირველის პრესკლუბში” სამართლის დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: სითი-პარკის საქმე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძე საგამოფენო დარბაზში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დაათვალიერებენ. ღონისძიებას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე დაესწრებიან.
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს
11:30
NEW
ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში NBA-ს საზაფხულო კემპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი NBA-ს საზაფხულო კემპის მონაწილეებს დააჯილდოებს. დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები.
12:00
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში არასამთავრობო ორგანიზაცია transparify წარმოადგენს თავისი კვლევის შედეგებს, საქართველოში მომუშავე რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიენიჭათ მაღალი ქულები ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით. მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 61
12:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს და პარტია “მემარცხენე ალიანსს”, როგორც საარჩევნო სუბიექტს, წარუდგენს საზოგადოებას. მის.: კოსტავას ქ. 68. საკონტაქტო: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642; ან 577 10 99 88; 577 13 90 00
13:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდოვებს. მისამართი: უზნაძის N 52, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
13:00
NEW
ახალ სპორტის სასახლეში რაგბის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და სამწვრთნელო შტაბი. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც გამარჯვებით დაასრულა ოკეანეთის ტურნე, სამშობლოში დაბრუნდა.
13:15
ტექნოპარკში, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია. მის: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა N 7
15:00
სასტუმრო „ვერე–პალასში“, გლობალური კვლევების ცენტრი მართავს საექსპერტო მოხსენების პრეზენტაციას – „ლუგარის ლაბორატორია საქართველოში: რისკები და შესაძლებლობები“. მისამართი: თბილისი, ქუჩიშვილის ქუჩა 22–24. საკონტაქტო პირი: მაია ჩუბინიშვილი 599 93 22 30