აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად” – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეუერთდა

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად”, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
მათ დონაციაში მიიღეს მონაწილეობა და სისხლი უანგაროდ გაიღეს.
“ღონისძიება ატარებს უანგარო ხასიათს, აქციას პერმანენტული ხასიათი აქვს. დონორებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელს, გიორგი საღინაძეს გაწეული თანადგომისთვის”, – განაცხადა ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გოკიელმა.
დონაციის აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს.

13565476_1025780244137642_437980964_n

13566203_1025780237470976_463731818_n

13565447_1025780227470977_1347519187_n

13553312_1025780224137644_1726895782_n

13551180_1025780220804311_1491382037_n

13563326_1025780214137645_102620314_n

13563348_1025780210804312_367722476_n

13566141_1025780204137646_1541511965_n

13550935_1025780200804313_241681300_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები