გიორგი მარგველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის წარდგენას მხარს უჭერს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღიად დაუჭირა მხარი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის წარდგენას და საქართველოდ დელეგაციის წევრებს იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი დეპუტატის არჩევა იძლევა დიდ შესაძლებლობას, ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში მოხდეს საქართველოს პრობლემატიკის წინ წამოწევა.
„წინ არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რომელიც თბილისში გაიმართება. ცნობილია, რომ არსებობს შესაძლებლობა, ასამბლეის პრეზიდენტად არჩეულ იქნას ქართველი დეპუტატი. ეს იძლევა დიდ შესაძლებლობას, ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში მოხდეს საქართველოს პრობლემატიკის წინ წამოწევა. საქართველოს პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი ამ თანამდებობაზე გიგი წერეთლის წარდგენას. გიორგი მარგველაშვილი იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს საქართველოდ დელეგაციის წევრებს“,- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.