პრემიერი ხიდაშელის შესაძლო გათავისუფლებაზე კომენტარს აკეთებს
ამ საკითხზე აჟიოტაჟის ატეხვა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა გადაწყვეტილება, ერთადაც და ცალ-ცალკეც, მიღებული იქნება ცივილიზებული გზით.
“ყველა გადაწყვეტილება, ვიქნებით ერთად, ცალ-ცალკე, თუ როგორ იქნება, მიღებული იქნება ძალიან ცივილიზებული გზით. ამიტომ ამაზე, აჟიოტაჟის ატეხვა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე გუშინ მოაწერა.