ზოოპარკის ხელმძღვანელმა ოთხი თანამშრომელი მოკლა და ხორცი ლომებს აჭამა
კოპენჰაგენის ზოოპარკში ოთხი თანამშრომელი მოკლეს, რომ ახალი თანამშრომლებისთვის ვაკანსია გამოაცხადონ,- ამის შესახებ გამომცემლობა “theglobaledition.com” ზოოპარკის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ზოოპარკის ხელმძღვანელთა განცხადებით, თანამშრომლები ჰუმანური მიზნის გამო მოიშორეს. მათ სასიკვდილო ინექციები შეუყვანეს, ხორცი კი ლომებს მიუგდეს. “ჩვენ გამოვიყენეთ ასოციაცია “EAWOP”-ს ევროპული რეკომენდაცია და ოთხი ახალი სამუშაო ადგილი გავათავისუფლეთ. ზოოპარკი იმედოვნებს, რომ ახალ თანამშრომლებს აიყვანს, ამიტომაც ჩვენ 3 მამაკაცი და ერთი ქალი სპეციალური ინექციით მოვკალით. ხოლო მათი ხორცი ჟირაფებს მივუგდეთ, თუმცა მათ ხორცის მიმართ ინტერესი არ გამოუვლენიათ, მოგვიანებით კი ხორცი ლომებს მივუტანეთ”, -განაცხადა ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსმა ტობიას სტენბანკ ბრომ.