სოფელ დიდ ჯიხაიში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა.
ხანძრის შედეგად 79 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, რომელმაც ცეცხლის გამო სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალბატონი სახლში მარტო იმყოფებოდა. ხანძარი საძინებელში გაჩნდა, შემდეგ კი მთლიანად სახლს მოედო.
როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სამედიცინო ბრიგადას შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. მათივე ინფორმაციით, დაღუპულის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, რადგან ხანძრის შედეგად ცხედარი განადგურებული დახვდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები