28 ივნისი

10:00
მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის სამდღიან კონფერენციას გახსნის. კონფერენციაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის მიერ გამოგზავნილი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. მისამართი: ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადა. ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადასთან 09:30-ზე უნდა გამოცხადდნენ. საკონტაქტო პირი: გიორგი თუხარელი 595 26 25 26.
11:30
“პირველის პრესკლუბში” „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
სასტუმრო Holiday Inn-ში მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში, გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „თბილისი ენერგოეფექტური ქალაქი“, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: თავდაცვის მინისტრმა ყოფილ მოადგილეს, ანა დოლიძეს ქონება გადასცა;
11:30
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

12:00
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წერილი მიხეილ მესხისა და სლავა მეტერეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი
12:00
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ლანჩხუთი-ჩოხატაურის სავარაუდო მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გამართავს კვლევის პრეზენტაციას “საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზი ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან”. მისამართი: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი
12:30
“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

14:00
”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ცსკ-ში ორ განაცხადს წარადგენს და გამართავს ბრიფინგს თემაზე: 1) განაცხადი, 8 ოქტომბერს რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნის შესახებ შეკითხვით: თანახმა ხართ თუ არა საქართველოს ”ნატოში” გაწევრიანების. 2) განაცხადი, 8 ოქტომბრის არჩევნებში ”ქართული დასის” საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ.
15:00
თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) იხსნება. სკოლას ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაქან ილდემი და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ. მისამართი: ქ. თბილისი, დანიელ ჭონქაძის ქ. N20. ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები 14:00-ზე უნდა მიბრძანდნენ. საკონტაქტო პირი: ირაკლი გურგენიძე 577 19 88 66

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები