შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 767 ფაქტი გამოავლინა

მიმდინარე წლის, 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 767 ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 7,773 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 60 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 145 ფაქტი; ასევე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 562 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები