შსს ორჭოსანთან საზღვრის გადმოწევის განახლებას არ ადასტურებს

  სოფელ ორჭოსანთან საზღვრის გადმოწევის და საზღვრის ახალი მანიშნებლის დამონტაჟების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ საზღვრის მანიშნებელი ბანერი ხურვალეთი-ორჭოსანის საზღვართან 2 თვის წინ დამონტაჟდა. მოექცევა თუ არა საზღვრის მეორე მხარეს ნავთობსადენის მაგისტრალი, ქემოკლიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია. რადგან რუს სამხედროებს სადემარკაციო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე შეჩერებული აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები