კახეთში დენის დარტყმის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – “უთქვამს, მგონი, გადავრჩიო”

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში დენის დარტყმის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევამდე, მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში ბუნებრივი აირის მილს ელექტროშემდუღებლით ადუღებდა და დენმა დაარტყა. ,,სადაც მილს ადუღებდა, იქვე ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროსადენები გადის, ალბათ ვერ დაინახა, ან რაღაც ვერ გათვალა და თავისდაუნებურად შეეხო სადენებს“, – ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები.
სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აარონ მოსულიშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე მივიდა საწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ,,დენის დარტყმის შემდეგ, თვითონ უცდია წამოდგომა, უთქვამს, მგონი, გადავრჩიო, მაგრამ, სამწუხაროდ, შემთხვევა სავალალო შედეგით დასრულდა“, – განაცხადა აარონ მოსულიშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები