მერაბიშვილსა და უგულავას ერთ საკანში მოთავსებაზე სასამართლომ უარი განუცხადა

ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში არ მოათავსებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა.
მოთხოვნით დაცვის მხარემ ინსტანციას 4 თვის წინ მიმართა.
„ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ გიორგი უგულავას და ივანე მერაბიშვილის უფლებები იქნეს დაცული, საპატიმრო დაწესებულებაში ისინი აღარ ექვემდებარებოდნენ არაადამიანურ მოპყრობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდდამხოლოდ მარტონი არიან საკანში ამდენი წლის მანძილზე,“ – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილიამ.
საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმეზე მოპასუხე მხარე – სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო, რომლისთვისაც ყოფილი პრემიერისა და თბილისის ყოფილი მერის ერთ საკანში ყოფნა მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები