პრემიერ-მინისტრი თომარ ჰამერბერგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამერბერგს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ადამიანის უფლებათა კუთხით საქართველოს ეროვნული სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს. როგორც შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თომას ჰამერბერგს ამ მიმართულებით საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის.