27 ივნისი
10:30
„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 1 ივლისიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ბენეფიციართა მომსახურების არეალს აფართოვებს, რის გამოც მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამის განხორციელებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
10:30
“პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წვერი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საქართველოს პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი სოსო ვახტანგაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემა. მის: თავისუფლების N2
11:00
“პირველის პრესკლუბში” პარტია “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი ვახტანგ ანთია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის მე-11 მსოფლიო კონგრესი გაიმართება.
12:00
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ბრიფინგს გამართავს.
12:00
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პარლამენტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N516
12:00
ფოთში, საკონტეინერო და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები სპეციალურ პრეს–კონფერენციას გამართავენ. თემა: დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გადადება და იმ შედეგების შეჯამება, რაც დღემდე გამოიღო „კორპორაცია ფოთის პორტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოხატულმა პროტესტმა. საკონტაქტო პირი: რობერტ გვაზავა 577 44 83 93. მის: ფოთი, ლარნაკას 15, სახმელეთო ტერმინალი „კავტრექსფოთი“
12:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ცენტრალურ მუზეუმში არსებული ვითარება;
13:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარე ზვიად ყურშიტაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ვინ აფინანსებს მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
14:00
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
15:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი გულიკო ზუმბაძე ააიპ “სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ შეხვედრას გამართავას და საკუთარი სამაჟორიტარო ოლქის ფარგლებში დედაქალაქის გენერალურ გეგმას განიხილავს. მის: ორხევის დასახლება, ჩანტლაძის N1
15:00
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის აუდიტის ქვეკომიტეტის წევრებთან შეხვედრას გამართავენ. მის: თბილისი, პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)
17:00
საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მორიგ საჯარო დებატებს გამართავს თემაზე – გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.