ბათუმში ქვეითად მოსიარულეს მოპედი დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს მოპედი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მოპედის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ბოძს, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
44 წლის მამაკაცი ღია მოტეხილობებით და თავის არეში ჭრილობებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოშია გადაყვანილი მოპედის მძღოლიც.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები