აშშ-ში ტრანსგენდერებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის უფლება მისცეს

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის ივლისში პენტაგონი ტრანსგენდერებისთვის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის უფლების აკრძალვას ოფიციალურად გააუქმებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ეს აკრძალვები მოძველებულია და ჯარისთვის საშიში. ლგბტ თანამეგობრობის წარმომადგენლები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ადრეც მსახურობდნენ, მაგრამ მათ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ განცხადების გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. 2011 წელს ჯარში გეების და ლესბოსელების სამსახურზე ოფიციალური აკრძალვა გაუქმდა. 2014 წელს პენტაგონს ამ თხოვნით ტრანსგენდერებმაც მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები