კახა კალაძე: ბრიტანელი ხალხის უმრავლესობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს მათი სუვერენული უფლებაა

„ბრიტანელი ხალხის უმრავლესობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს მათი სუვერენული უფლებაა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ენერგეტიკის მინისტრი ბრიტანელი მოსახლეობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის დატოვების შესახებ.
კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, ევროკავშირი ევროპის ქვეყნების გაერთიანებად რჩება.
„ბრიტანელი ხალხის უმრავლესობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს მათი სუვერენული უფლებაა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი რჩება ევროპული ქვეყნების გაერთიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად. ევროპა, ევროპული ქვეყნების ერთობა, თქვენ იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოში არის წოდებული, როგორც მშვიდობის პროექტი. ჩვენ, საქართველო, ვართ ევროპა, ვართ ევროპის ნაწილი, ვართ ევროპული ქვეყანა, ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც, ევროპულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული“, – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები