ბათუმში მშენებარე კორპუსის მეათე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსის მე-10 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც მშენებლობაზე მუშად მუშაობდა.
ვარდნისას მამაკაცმა სხეულის მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც იგი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.
შემთხვევა ბათუმში 24 ივნისს, დღის პირველ საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა და მეორე სართულზე დაეცა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო და სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები