შტაინმაიერი მოუწოდებს ევროკავშირს, ბრიტანეთის რეფერენდუმის გამო დეპრესიაში არ ჩავარდეს

ევროკავშირი დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ამის თაობაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
ამჟამად ბერლინში ევროკავშირის დამფუძნებელი ექვსი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, ჰოლანდიის და ლუქსემბურგის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შტაინმაიერს მიაჩნია, რომ ევროკავშირი შეძლებს სხვა წევრების დარწმუნებას, რომ ისინი ერთიანი ევროპიდან არ გავიდნენ. მომავალ კვირას ევროკავშირის პირველი სამიტი დიდი ბრიტანეთის გარეშე გაიმართება. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში 27 ქვეყანა დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები