პრემიერ-მინისტრი სენაკში „მარულა 2016“-ს დაესწრო

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენას მიესალმება. იგი დღეს სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა 2016“-ს დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ცხენოსნობის აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სენაკი, საქართველოში ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი გახდება. საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ასევე წარმოდგენილი იყო რეწვის ნიმუშებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენა. პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილი კუთხეები დაათვალიერა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები