დღეს თამარ გვერდწითელი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედი კონცერტს გამართავს.
თამარ გვერდწითელის კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
მომღერალთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „შვიდკაცა”, პაატა ანდრიაძის ბენდი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი.
კონცერტზე გაჟღერდება თამარ გვერდწითელის როგორც ყველასთვის ნაცნობი, ასევე ახალი სიმღერები. კონცერტიდან შესული თანხა მთლიანად მოხმარდება პატრიარქის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს მზრუნველობამოკლებული მოზარდების დახმარებას მას შემდეგ, რაც ისინი სრულწლოვანები გახდებიან.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი და თამარ გვერდწითელის საერთაშორისო ფონდი „მუსიკა საზღვრებს გარეშე”. საღამოს რეჟისორია – ზაზა ორაშვილი, პროდიუსერი – რეზი ახრახაძე.
თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები