იუნკერი – დიდი ბრიტანეთის მსგავსად, რეფერენდუმი შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც ჩატარდეს
დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება შესაძლოა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც გადაწყვიტონ. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, რათა პოპულისტებს ეფექტურად გაუწიონ წინააღმდეგობა და გააგრძელონ დიალოგი იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირის პოლიტიკით უკმაყოფილების დონე მაღალია. ჟან-კლოდ იუნკერი ამბობს, რომ ყველა ამ საკითხს ევროკავშირის
ლიდერები მომავალ კვირას, საგანგებო სამიტზე განიხილავენ. ცნობისთვის, 23 ივნისს, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 52%-მა ამ ორგანიზაციიდან გასვლას მხარი დაუჭრია.