ვაკეში ტაქსის მძღოლი დაჭრეს

წუხელ გვიან ღამით, თბილისში, ვაკეში ტაქსის მძღოლი დაჭრეს.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები