25 ივნისი

10:00
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციის დასრულებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს. იუსტიციის სახლებში, ხვალ მხოლოდ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული განაცხადების ჩაბარება იქნება შესაძლებელი.
11:00
NEW
ე.წ. მატროსოვის ციხის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები – INCD და NVG საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. თემა: მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არსებული რეალობა და ინტერპრეტირებული სიმართლე. საკონტაქტო პირი შმაგი ჩოხელი – 593 50 10 12
11:00
NEW
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებულ მოძრავ ამბულატორიაში მივა და ამბულატორიის მუშაობის, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაციას გაეცნობა. მის: ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორია, შაუმიანის ქუჩის ბოლოს. საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე 599 12 00 09
12:00
NEW
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი ონისე მარგიანი, მესტიის რაიონის სოფელ მულახის მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად გამართავენ პრესკონფერენციას, ხელისუფლების მიერ დაპირებების შეუსრულებლობის თაობაზე. მის.: ძმები ზუბალაშვილების ქ. #3
12:00
NEW
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი და არჩილ ბენიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და დიდუბის რაიონის პარტიულ ოფისს გახსნიან. მის.: დიღმის მასივი, მე-3 კვარტ., კორპ. #11 (დიღმის რაიონის გამგეობიდან დაახ. 200 მეტრში, ე.წ. სასწრაფოების კორპუსი). საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642

12:00
NEW
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში შპს „შავი ზღვის ცემენტის“ ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრება.
12:00
NEW
დოლიძის კუთხეში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. საკონტაქტო პირი: რუსუდან კბილაშვილი 599 32 04 12
13:00
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, სარკეებიან დარბაზში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატი“-ს ფარგლებში, იურიდიული პრაქტიკა გავლილი სტუდენტებისათვის, რომლებიც საადვოკატო პრაქტიკას ეუფლებოდნენ, სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება. მის: რუსთაველის N6(მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე). საკონტაქტო პირი: ლიზა მეტრეველი 595 21 00 43

14:00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში (ინგოროყვას ქ.7) ბრიფინგი ჩატარდება. თემა – სტიქია დარიალის ხეობაში
14:00
NEW
სასტუმროში “ქორტიარდ მარიოტი” “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე და მისი გუნდის წევრები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრაიმერის გზით კანდიდატთა სიის ფორმირების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ.
15:30
NEW
რუსთაველის გამზირზე ქუჩის მუსიკის საერთშორისო ფესტივალი ”დაუკარი მშვიდობისთვის” გაიმართება.

19:00
NEW
სასტუმრო “ჰილტონ ბათუმში” “ბილივის” საქველმოქმედო გალა საღამოზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტი წარმომადგენელი საქველმოქმედო ღონისძიებას შეურთდება.
20:00
NEW
თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალ თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები