“ბელას ტორტების” მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

კანდელაკის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო „ბელას“ ხანძარი გაუჩნდა.  როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათი ინფორმაციით,  ცეცხლი მაცივარს გაუჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა საკონდიტროს 15კვ.მ. ფართობი და თაროები.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო მანქანა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები