ქუთაისში ავტოავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა გაჩერებაზე მყოფ ბებიასა და მის მცირეწლოვან შვილიშვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული ქალბატონი საავდმყოფოშია გადაყვანილი. ავტომობილის მძღოლს მიმალვა არ უცდია.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები